momx

მომხმარებელთა ბაზა შექმნიდან – განვითარებამდე

მომხმარებელთა ბაზა შექმნიდან – განვითარებამდე

მომხმარებელთა ბაზა შექმნიდან – განვითარებამდე

თანამედროვე სამყაროში მომსახურეობა გახდა მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი. მილიონობით ონლაინ საიტი გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ ის რაც მოგვწონს ან გვჭირდება. ყველა იბრძვის საკუთარი მომხმარებლისთვის, ცდილობს მის მოხიბვლას და შენარჩუნებას. მომხმარებელს მხოლოდ მივყიდოთ მომსახურეობა არ არის საკმარისი, საჭიროა, რომ ის დაბრუნდეს და თავის მეგობრებს, კოლეგებს გაუწიოს რეკომენდაცია. ჩვენს დროში საჭიროა მომსახურეობის წარმოდგენა რაც შეიძლება მოკლედ და შელამაზებულად, მომხმარებელი, რომელიც მოდის სილამაზის სალონში მას სურს გამოიყურებოდეს უფრო ლამაზად, მოვლილად. ერთი სიტყვით მას სურს გახდეს უფრო ბედნიერი.

ისმის კითხვა შეუძლიათ თუ არა სილამაზის სალონებს მომხმარებლების გაბედნიერება?

ზოგი სილამაზის სალონს ჯერ კიდევ ხარისხის პრობლემა აქვს, სულ რომ არაფერი ვთქვათ სერვისზე. ამიტომ ჩნდება კითხვა როგორ  წარმოვაჩინოთ ჩვენი საქმიანობა, რომ მოვიზიდოთ პოტენციური მომხმარებლები.

საწყის ეტაპზე აუცილებელია დავამყარო კომუნიკაცია მათთან. საჭიროა შევქმნათ მომხმარებელთა ბაზა.

განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებელთა ბაზის შესაქმნელად.

  1. აუცილებელია მომხამრებელთა ბაზა შეიქმნას დაცულ ონლაინ პლატფორმაზე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვებაპის პროგრამული უზრუნველყოფა გაძლევთ საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შექმნათ და განაახლოთ თქვენი ბაზა.
  2. მომხმარებელთა ბაზის შექმნისას აუცილებელია, სწორი და ზუსტი ინფორმაციის მითითება, ამან არუნდა წაიღოს დიდი დრო და მარტივად ავტომატურად უნდა იქმნებოდეს ის, რასაც ვებაპის სალონების პროგრამა უზრუნველყოფს. ჩაწერისთანავე მომხმარებელი ავტომატურად გადადის მომხარებელთა ბაზაში.
  3. კლიენტთა ლოიალობას მხოლოდ მომხმარებელთა ბაზის დახმარებით გამოუმუშავებთ. ხშირად შეახსენეთ თავი დაურეკეთ, მიულოცეთ დაბადების                                                       დღე აგრძნობინეთ თავი თქვენს მომხმარებელს განსაკუთრებულად და ის                                                             აუცილებლად დაბრუნდება.

მომხარებელი ეს არის ის მთავარი ადამიანი ვის გარშემოც ბრუნავს ბიზნესი. ავტომატიზაციის გარეშე რთულია აკონტროლო მოხმარებელების საყვარელი პროცედურები, ქაღალდის ჟურნალი ვერ გიჩვენებთ მომხმარებლების ბოლო ვიზიტებ, მათი საყვაარელ პროცედურებს, თუნდაც იმას მას  ჩაი უფრო უყვარს თუ ყავა.  ამიტომ საჭიროა პროგრამა სალონებისთვის მოხმარებელთა ბაზის წარმოებისთვის. ავტომატიზირებული პროცესები საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ დრო. თანამშრომლები თავისუფლდებიან რუტინული საქმეებისგან და აქვთ საშუალება იფიქრონ ახალ კონკრეტულად მომხმარებელზე მორგებულ კამპანიებზე.

ვებაპის პროგრამული უზრუნველყოფა პირველ რიგში შექმნილია თქვენი ბიზნესის წინსვლისთვის.

ყველანაირი სერვისის მომწოდებელი ბიზნესისთვის აუცილებელია მომხმარებელთა ლოიალობა და მათზე ინფორმაციის მოგროვება. მომხმარებელთა ბაზა ვებაპის პროგრამის დახმარებით ავტომატურად ივსება  და აღარ საჭიროებს ადმინისტრატორისგან დამატებით რესურსს, მომხმარებლის ბაზაში შესაყვანად საკმარისია მისი კალენდარში გატარება. მომხმარებელი ჩაეწერა მის საყვარელ პროცედურაზე სპეციალისტთან და ის უკვე თქვენს ბაზაშია. ბაზა არ არის მხოლოდ მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია, ბაზა თავის მხრივ გულისხმობს ბევრად მეტს, აგროვილი ინფორმაციის დახმარებით სპეციალისტმა ზუსტად იცის როგორ მოეპყრას ამ მომხმარებელს.

იხილეთ სტატია მომხმარებლთა ბაზის გაზრდა