sms_girl

მომხმარებელთა ბაზის გაზრდა

მომხმარებელთა ბაზის გაზრდა

მომხმარებელთა ბაზის გაზრდა

მხოლოდ მომხმარებელთა ბაზის შექმნა და მომხმარებლების რაოდენობის მოგროვებაა საკმარისი არ არის. აუცილებელია აქტიურად იმუშაოთ ბაზასთან. მხოლოდ მუშაობის შემთხვევაში შეძლებთ დაამყაროთ თბილი კონტაქტები აუდიტორიასთან. ეს იქნება ის მოტივაცია რის შედეგადაც მომხმარებლები კვლავ დაბრუნდებიან თქვენს სილამაზის სალონში.

 

აქტიური მომხმარებელთა ბაზა – ეს არის რამდენიმე საფეხურიანი საქმე.

 

მომხმარებლთა ბაზის ანალიზი:

სანამ დავიწყებთ მომხმარებელთან აქტიური მუშაობას აუცილებელია ვიცოდეთ რომელი მომხმარებლები დადიან ხშირად თქვენთან, ვინ იყო მხოლოდ ერთხელ და შემდეგ არასოდეს დაბრუნებულა. ამ ყველაფრის გასაგებად აუცილებელია მომხმარებელთა ბაზის ანალიზი. ამაში, ვებაპის პროგრამული უზრუნველყოფების სპეციალური, სტატისტიკის მოდული დაგეხმარებათ. აქ არის თავმოყრილი ყველა საჭირო ინფორმაცია ვიზიტებისა და ახალი ჯავშნების შესახებ, რამდენი ჯავშანი იყო გაუქმებული, რამდენი გადაწერა გქონდათ. ამ ინფორმაციის შედეგად თქვენ შეძლებთ გამოსავლის მოძებიებას. ასევე სტატისტიკა გაძლევთ საშუალებას ნახოთ რომელ მომხმარებლებს მოაქვთ უფრო მეტი შემოსავალი, ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს და ვინ ნაკლებს.

მომხმარებლის საჭიროებისა და გადახდისუნარიანობის შესახებ ინფორმაციის ცოდნა, საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაგეგმოთ მათთვის კამპანიები. მათი მომავალი ვიზიტები და სწორად გაზარდოთ შემოსავალი.

 

მომხმარებელთა ბაზის სეგმენტაცია

ანალიზის შედეგად მიღებულ ინფორმაციას სჭირდება დახარისხება. პირველ რიგში ვაწყობთ აქტიური და არაქტიური მომხმარებელთა ბაზას.  დახარისხება აუცილებელია, რადგან შევძლოთ კონკრეტულ ჯგუფებთან სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის აწყობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ მიაღწიოთ სასურველ შედეგს. აქტიურია ის მომხმარებელი, რომელიც ხშირად მოდის თქვენს სალონში. მათთან ურთიერთობა ბევრად მარტივია. ისინი უკვე გიცნობენ თქვენც და ყავთ საყვარელი სპეციალისტებიც, რომელსაც ენდობიან. ამ შემთხევაში საკმარისია, რომ შეინარჩუნოთ თბილი დამოკიდებულება მათთან და პერიოდულად წაახალისოთ.

აქტიური მომხამრებლების დიდი რაოდენობა პირდაპირ კავშირშია თქვენს დადებით რეპუტაციაზე. მრავალრიცხოვანი ბაზა კი სალონის ნამდვილად წარმატებულ მუშაობაზე, მათ დამოკიდებულებაზე მომხმარებელთა მიმართ და სერვისზე საუბრობს. ყოველთვის მიულოცეთ დაბადების დღე და დღესასწაულები თქვენს მომხმარებლებს, ისინი არამხოლოდ დაბრუნდებიან, არამედ მეგობრებსაც გაუწევენ რეკომენდაციას.

არაქტიურ მომხმარებლებთან აუცილებელია გავისარჯოთ…

მათთან სამუშაოდ ერთ-ერთი საუკეთესო გზაა დავურეკოთ. კარგი იქნება თუ მენეჯერის ერთ-ერთ მოვალეობად დაამატებთ აქტიურ კონტაქტს მომხმარებლებთან. ამის დახმარებით არაქტიური მომხმარებლების რიცხვს საგრძნობლად შეამცირებთ. შესთავაზეთ მათ სპეციალური შეთავაზებები  ან აქციები. გამოკითხეთ რა ესიამოვნებოდა რომ დაახვედროთ, რომელი სერვისი და შედეგად აუცილებლად გაზრდით თქვენი ბიზნესის ბრუნვასა და მოგებას.

იმისათვის, რომ თქვენი სილამაზის სალონმა, ესთეტიკის ცენტრმა და სტომატოლოგიურმა კლინიკამ შეძლოს და გააანალიზოს აქტიური და პასიური მომხმარებლები, აუცილებელია პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობა, რომელშიც კომპანია ვებაპი დაგეხმარებათ.