ka
უკან

პროგრამული უზრუნვლყოფა სტომატოლოგიური კლინიკებისთვის

პროგრამული უზრუნვლყოფა სტომატოლოგიური კლინიკებისთვის

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში მომსახურების სფერო საგრძნობლად მოქნილი გახდა, რაც განაპირობა მართვის ელექტრონულ მოდელზე გადასვლამ. სტომატოლოგიური კლინიკები განვითარდა, რადგანაც მათ დაიწყეს პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და მისი პრაქტიკაში აქტიურად გამოყენება, შესაბამისად, სერვისის მიწოდების პროცესი როგორც კლინიკისთვის, ასევე მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული გახდა.
ვებაპი სწორედ ის კომპანიაა, რომელიც გთავაზობთ სრულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რაშიც შედის: მულტიფუნქციური კალენდარი (კლიენტთა ვიზიტებისა და ჯავშნების კონტროლი); თანამშრომელთა და მომხმარებელთა ბაზა (თანამშრომლების ხელფასების გამოთვლა, დასვენების დღეების განსაზღვრა; მომხმარებლის სრული მონაცემები, სრული ანკეტა, ვიზიტების ისტორია და სხვა); მარაგებისა და ხარჯების კონტროლი (არსებული, გასახარჯი თუ გასაყიდი პროდუქტების ბაზა და მისი კონტროლი); სტატისტიკური ინფორმაცია (მოთხოვნადი და ნაკლებად მოთხოვნადი პროდუქტების, პიკური საათებისა თუ მომხმარებლის აქტივობის სტატისტიკა); სმს კომუნიკაცია (შეტყობინებები ვიზიტის გაფორმების, გაუქმების ან თარიღის შეხსენების შესახებ).
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კმაყოფილ მომხმარებელთა რიცხვი 90%-მდე იზრდება. იმის გამო, რომ პროგრამის საშუალებით მათ რამდენჯერმე მისდით სმს შეტყობინება ვიზიტის შესახებ, მინიმუმამდე დადის ჯავშნის გაუქმების შესაძლებლობაც. რაც შეეხება თავად კლინიკას, მას შეუძლია ზუსტი და სწორი ანალიზის საშუალებით დაზოგოს ხარჯების 40%.