WebApp post blog

რატომ უნდა აირჩიო ვებაპი როცა პროგრამული უზრუნველყოფა გჭირდება?

რატომ უნდა აირჩიო ვებაპი როცა პროგრამული უზრუნველყოფა გჭირდება?

21-ე საუკუნე რომ ტექნოლოგიების საუკუნეა, ეს ყველასთვის კარგად გაცნობიერებული რეალობაა, მითუმეტეს 2021 წელი იქნება გამორჩეული ამ მხრივ, რადგან ყველა სფერო გადადის ელექტრონულ აღრიცხვაზე, ხოლო დღეს, როდესაც სტომატოლოგიური კლინიკების გაციფრულება მიმდინარეობს, განსაკუთრებით აქტუალური ხდება კითხვა:

რატომ ვებაპი?

პასუხი მარტივია, ჩვენ გვაქვს პროგრმაული უზრუნველყოფების კეთების (შექმნა/დანერგვა/განვითარება) 4 წლიანი გამოცდილება, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში, ჩვენი სხვა და სხვა პროგრამული უზრუნველყოფა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 300-ზე მეტ ორგანიზაციაში დავნერგეთ, რომელთა რიგებში წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკები, სილამაზის ინდუსტრიის, ესთეტიკური მედიცინის ბიზნესები და სამშენებლო კომპანიებიც კია, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად ჩვენი საქმეა და კარგად ვიცით, როგორ მოვერგოთ თითოეულ მომხმარებელს, გავაანალიზოთ თითიეულის მოთხოვნა და განვავითაროთ ჩვენი მომსახურებები.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, WebApp ჯგუფის შესაძლებლობებია, რომელიც ჯამურად 7 სხვა და სხვა კომპანიას, 80-ზე მეტ დასაქმებულსა და 4 ინდუსტრიას აერთიანებს… იმიტომ, რომ თითოეული კლინიკისთვის პროცესი გავამარტივოთ, სმს კომუნიკაცია, რომელიც პროგრამაში ჩაშენებულია და ბრენდირებული სახელით მიდის ყველა პაციენტთან, ჩაწერისა და შეხსენების თაობაზე, აბსოლიტურად უფასოა და მომსახურებაშია შესული, რაც უდიდეს კომფორტს წარმოადგენს(კვლევების თანახმად მომხმარებლების 90% კმაყოფილია ავტომატური სმს-ების მიღებით და თვლის, რომ ბევრად კომფორტულია და ვიზიტის გაუქმება/გაცდენა მინიმუმამდეა დაყვანილი), ხოლო თითეულ კლინიკას, დამატებით, ყოველთვიურად სოლიდურ თანხას აზოგინებს (საშუალო სტატისტიკურად კლინიკა დღეში 50-მდე სმს-სს აგზავნის, რაც თვის განმავლობაში 60 ლარს აჭარბებს).

გარდა ზემო აღნიშნულისა, ჩვენ კარგად ვიცით რა სჭირდება სტომატოლოგიურ კლინიკას, შევქმენით პროგრმაული უზრუნველყოფა, რომელიც უმარტივესი მოსახმარია და 80%-ით ავტომატიზირებულია, ყველანაირი ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა რომ იყოს შაბლონის სახით, ერთხელ იტვირთბა და გამოიყენება ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც ექიმს, მენეჯერსა თუ ადმინისტრატორს, უამრავ დროს აზოგინებს. ამავდროულად პროგრამა გაძლევთ საშუელებას, რომ აკონტროლოთ ჯავშნები, აღრიცხოთ მარაგები, გააანალიზოთ თითოეული ხარჯი, მოგება-ზარალი, ნახოთ მომხმარებლების სტატისტიკა, ვინ დადის ხშირად, ვინ რამდენს ხარჯავს, რომელი თანამშრომელი რამდენ ხელფასს გამოიმუშავებს, ყველა რეპორტთან ერთად. ამოიღთ სადაზღვევო კომპანიების რეპორტები იმ ფორმით, როგორითაც მათ აქვთ მოთხოვნაში და, რა თქმა უნდა, პირდაპირ დაუერთდეთ  ჯანდაცვის სამინისტროს EHR სისტემას, რომელიც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია თითოეული კლინიკისთვის და ჩვენს შემთხვევაში, ახალი ვალდებულება კომფორტად გარდაიქმნება.

სპეციალურად ამ პერიოდისთვის, შევქმენით ცენტრალური, სერვისისა და სწავლების ჯგუფი, რომელიც თითეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურად მუშაობს და ეხმარება უსწრაფესად პროგრამის დანერგვაში, რათა მაქსიმალურად სწრაფად გადაეწყოს კლინიკა ელექტრონულ მართვაზე და კანონთან, სრულ შესაბამისობაში მოვიდეს.

და ბოლოს, ფასი, რომელიც ძალიან  მეგობრულია თითოეული დაინტერესებული კლინიკისთვის, ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ყველა ზომის კლინიკის ინტერესი მაქსიმალურად გათვალისწინებულია, რადგან კლინიკებისთვის პაკეტების ღირებულება 49 ლარიდან იწყება და საშუალოდ 85 ლარს შეადგენს, რომელშიც თავმოყრილია ყველა მოდული, უფასო სმს კომუნიკაცია, ყველანაირი ინტეგრაცია, 24 საათიანი დახმარება, პირადი მენეჯერის მომსახურება და ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვეთ…

ნუღარ გადადებ, შეავსე განაცხადი და ჩვენი წარმომადგენელი ძალიან სწრაფად დაგიკავშირდება, ერთად გადავიყვანოთ შენი ბიზნესი ახალ საფეხურზე და განვავითაროთ ყოველდღიურად.

განაცხადის შესავსებად, “დააჭირე აქ”