foto

რა არის EHR სისტემა და როგორ დავუკავშიროთ სტომატოლოგიური კლინიკა?

რა არის EHR სისტემა და როგორ დავუკავშიროთ სტომატოლოგიური კლინიკა?

Ბოლო პერიოდში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, რომელიც სტომატოლოგიური კლინიკების ელექტრონული ანკეტების სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, უამრავი კითხვა გააჩინა, სწორედ ამიტომ, საჭიროდ ჩავთვალეთ თქვენთვის მარტივი სტატია დაგვეწერა და გაგვეცა იმ კითხვებისთვის პასუხი, რომელიც ძალიან აქტუალურია და რომლითაც ხშირად მოგვმართავენ:

Რა არის EHR სისტემა და რას ემსახურება ის?

EHR – ეს არის ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა, რომელიც შექმნილია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრის მიერ და მიზნად ისახავს სტომატოლოგიური (და არამხოლოდ) კლინიკების ელექტრონულ სისტემაზე გადაყვანას, რომელიც საშუალებას მისცემს დროულად მიიღოს კლინიკებიდან ინფორმაცია იმ პაციენტების შესახებ, რომლებიც სტუმრობდნენ სხვა და სხვა პრობლემის გამო დაწესებულებას და ასევე ნახოს ინფორმაცია, რა სახის მომსახურება გაეწია პაციენტს, შესაბამისი კოდებისა (ICD კოდები) და დასახელების მიხედვით.

Ვისთვისაა აუცილებელი EHR სისტემაში ჩართვა?

EHR სისტემაში ჩართვა აუცილებელია ყველა რეგისტრირებული სამედიცინო დაწესებულებისათვის, რომლებიც აქტიური არიან და ახორციელებენ პაციენტების მომსახურეობას კანონმდებლობით დაშვებული მომსახურებების ნუსხით.

Როგორ უნდა დარეგისტრირდე EHR სისტემაში?

Სისტემაში დასარეგისტრირებლად აუცილებელია შეხვიდეთ სამინისტროს საიტზე და გაიაროთ რეგისტრაცია

Როგორ უნდა გავაგზავნოთ ინფორმაცია EHR სისტემაში?

Რეგისტრაციის შემდგომ, მოგეცემათ თქვენც და თითოეულ თქვენს თანამშრომელს საკუთარი რეკვიზიტები, რომლითაც უნდა შეხვიდეთ სისტემაში და გაატაროთ ყოველი მომხმარებელი, ან გამოიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მიერთებულია EHR სისტემასთან და ინფორმაციის მიმოცვლას ჯანდაცვის სამინისტროსთან, ავტომატურ რეჟიმში აწარმოებს, რაც თავიდან აგარიდებთ კომპიუტერების შესყიდვის ხარჯებსა და ყველა თანამშრომლის დატრეინინგების რთულ პროცესს.

Როგორ უნდა დავიწყოთ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც მიერთებულია EHR სისტემასთან და რა თანხებთანაა დაკავშირებული ჩართვა?

Იმისათვის, რომ დაიწყოთ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, გადადით ქვემოთ მოცემულ ლინკზე, ჩამოყევით მოდულების აღწერებს, შეავსეთ განაცხადი და კომპანიის წარმომადგენელი არაუგვიანეს მეორე დღისა დაგიკავშირდებათ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე და გაგაცნობთ ყველა დეტალს.

“პროგრამული უზრუნველყოფის ლინკი”

Რა თანხებთანაა დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფაზე გადაწყობა და რა დროს მოითხოვს სწავლების რეჟიმი?

Შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანია WebApp-მა, სრულად გააუქმა ერთჯერადი გადასახადი, რათა ხელი შეუწყოს ბიზნესს განვითარებაში და ისედაც სტრესული გარემოს ფონზე, დამატებით სტრესი არ შეუქმნას კლინიკებს, ხოლო მომსახურების ყოველთვიური გადასახადი, განისაზღვრება საშუალოდ 99 ლარით.

Რა სარგებელს მოგცემთ პროგრამული უზრუნველყოფა, გარდა EHR სისტემასთან ავტომატური მიერთებისა?

Პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, თქვენ შეძლებთ სწორად მართოთ თქვენი ბიზნესი, აკონტროლოთ ფინანსები, მართოთ მარაგები გრამების სიზუსტით და გახარჯოთ პროცედურებთან ერთად, დაითვალოთ თქვენი თანამშრომლების ხელფასები ავტომატურად, გადააგზავნოთ სადაზღვევო კომპანიის რეპორტები 1 წუთში, ნაცვლად მთელი დღის დახარჯვისა, როდესაც გიწევდათ თითოეული ვიზიტის ექსელის სპეციალურ ფორმაში გადატანა. Მართოთ თქვენი ჯავშნები და ჩაწერები მულტიფუნქციური კალენდრით, რომელიც გამორიცხავს პაციენტების გადაკვეთას და თავიდან აგარიდებთ დისკომფორტს. Შექმნით ელექტრონულ ანკეტებსა და ვიზიტების ისტორიას, Გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, პროგრამული უზრუნველყოფა ავტომატურად აგზავნის სმს შეტყობინებებს თითოეულ თქვენს მომხამრებელთან ჩაწერების თაობაზე, თქვენივე ბრენდირებული სახელით – ჩაწერის მომენტსა და ვიზიტის წინა დღეს, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს დროების გაცდენას და გაუფრთხილებლად ვიზიტის გაუქმებას… მითუმეტეს, რომ სმს სერვისის გამოყენება, სრულიად უფასოა.


Საბოლოო ჯამში, თქვენ ერთი ქმედებით, ერთდროულად გადაიყვანთ თქვენს ბიზნესს ახალ საფეხურზე, დაიწყებთ მის უფრო ეფექტურ მართვას და შეძლებთ აკონტროლოთ თითეული თეთრი, დრო და რესურსი, ამავდროულად ავტომატურად დაერთდებით EHR სისტემაში და თავიდან აირიდებთ დროის კარგვას, რადგან პროგრამული უზრუნველყოფა “DentalApp-ი” ამას თქვენი თანამშრომლების ნაცვლად გააკეთბს…

მოგვძებნე facebook-ზე, დაგვიკავშირდი ან გადადი ლინკზე, ჩამოსქროლე, შეავსე განაცხადი და ჩვენი წარმომადგენელი ძალიან სწრაფად დაგიკავშირდება და გააცნობს დეტალურ ინფორმაციას.

ტელ: 592 00 32 32

DentalApp-ი, შენი ბიზნესის მართვის გონივრული გადაწყვეტილებაა.