photo-1498049860654-af1a5c566876

როგორ გიმარტივებს ვებაპის პროგრამული უზრუნველყოფა სამუშაო პროცესს?

როგორ გიმარტივებს ვებაპის პროგრამული უზრუნველყოფა სამუშაო პროცესს?

თანამედროვე  სამყაროში ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, როგორც არასდროს.
ციფრულმა მიღწევებმა მომსახურების სფერო უფრო მარტივი და კომფორტული გახადა. ელექტრონული რესურსების გარეშე, დღეს ბიზნესის მართვა არაეფექტური და, ფაქტობრივად, შეუძლებელიცაა.

ვებაპი სწორედ ის კომპანიაა, რომელიც დაგეხმარებათ თანამედროვე ბიზნესსამყაროს ყველა გამოწვევას უპასუხოთ, დაზოგოთ დრო, ენერგია და რესურსები.

რა არის ვებაპი?
ვებაპი არის კომპანია, რომელიც გთავაზობთ   სრულ პროგრამულ  უზრუნველყოფას.
კომპანია  ბაზარზე 4 წელია არსებობს, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით  300-ზე მეტი ორგანიზაცია გახდა ჩვენი სერვისის მომხმარებელი.
აქ შედის როგორც სტომატოლოგიური კლინიკები,  ასევე ესთეტიკური მედიცინისა და სილამაზის ცენტრები.

რას გთავაზობთ ვებაპი?

კალენდარი – საშუალებას მოგცემთ, ძალიან მარტივად და მოკლე დროში დაჯავშნოთ თქვენი პაციენტების ვიზიტები, მოიძიოთ როგორც მომავალი პერიოდის, ასევე კონკრეტული დროის ჯავშნები.

თანამშრომელთა ბაზა – HR მოდული, რომლითაც შეძლებთ თქვენი თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების დათვლას, მათთვის დასვენების დღეების განსაზღვრასა და, ზოგადად, სამუშაო გრაფიკის შედგენას.

მომხმარებელთა ბაზა – ამ მოდულით შეგეძლებათ თქვენი მომხმარებლების მონაცემთა სამუდამო შენახვა: სრული ანკეტა, ვიზიტების ისტორია, მოხმარების სიხშირე, ფინანსური ტრანზაქციები.
მსგავსი ინფორმაციის ქონა გაგიადვილებთ მომხმარებლებისთვის სწორად მორგებული სერვისების შეთავაზებას.

სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობა –  აღნიშნული მოდული გეხმარებათ, რომ უმარტივესად დაითვალოთ დაზღვევით მოსული პაციენტის გადასახდელი თანხა,  აღრიცხოთ პაციენტების მიერ ჩატარებული ოპერაციები.
ელექტრონულად და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ამოიღოთ ის რეპორტი, რომელსაც ყოველთვიურად სადაზღვევო კომპანიებს უგზავნით.

მარაგების აღრიცხვის სისტემა –  ამ მოდულის დახმარებით მაქსიმალურად ზუსტად  აღრიცხავთ გასახარჯ/გასაყიდ პროდუქციას, პროგრამა ავტომატურად დათვლის ხარჯებს, შედეგად  დანაკლისის პრობლემა აღარ შეგექმნებათ.

პაციენტების ელექტრონული ანკეტები – პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით, აღარ დაგჭირდებათ პაციენტის შესახებ ინფორმაციის ქაღალდებში ძიება, რასაც ბევრად დიდი დრო და ენერგია სჭირდება.
შეძლებთ, შექმნათ ელექტრონული ანკეტები, წამებში მოიძიოთ და ნახოთ პაციენტებთან ჩატარებული თითოეული კვლევის შედეგი, გაეცნოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, აკონტროლოთ ვიზიტები.

სტატისტიკური ინფორმაცია – პროგრამა  ავტომატურად გაანალიზებს და თვალსაჩინოდ მოგაწვდით  სტატისტიკურ ინფორმაციას მოთხოვნადი თუ ნაკლებად მოთხოვნადი პროცედურების, ვიზიტების დროის შესახებ.
გრაფიკური დიაგრამების საშუალებით შეძლებთ  დაინახოთ მომხმარებლის აქტივობა.
მოგება-ზარალის მოდულით კი  თვალს ადევნებთ  კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას სხვადასხვა პერიოდში.

სმს კომუნიკაცია –  პროგრამაში ჩაშენებული მოდულით, კლიენტებს თქვენი კომპანიის სახელით ავტომატურად გაეგზავნებათ SMS შეტყობინებები ვიზიტის გაფორმების, გაუქმების  ან თარიღის შეხსენების შესახებ.
რაც მთავარია, ეს მოდული  შედის პროგრამის ღირებულებაში და შედეგად ყოველთვიურად სოლიდურ თანხას დაზოგავთ.

გარდა ამისა,  ჩვენი სერვისისა და სწავლების ჯგუფი შეგასწავლით პროგრამას, აგიხსნით თითოეულ დეტალს და გაგიმარტივებთ  კომპანიის ელექტრონული მართვის მოდელზე გადასვლის პროცესს.

მომსახურების ღირებულება

პაკეტების ღირებულება იწყება 49 ლარიდან და საშუალოდ 99 ლარს შეადგენს, შესაბამისად, გათვლისწინებულია ნებისმიერი  მასშტაბისა და ფინანსური შესაძლებლობის მქონე კომპანიის ინტერესები.
პროგრამის ღირებულებაში შედის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოდული, ასევე პირადი მენეჯერის მომსახურება და 24-საათიანი კომუნიკაცია ჩვენთან.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 032 2 500 290.