pirveli

როგორ დაიბრუნოს სილამაზის სალონმა მომხმარებლები სტატისტიკური ანალიზის საშუალებით

როგორ დაიბრუნოს სილამაზის სალონმა მომხმარებლები სტატისტიკური ანალიზის საშუალებით

ჩაწერეთ მომხმარებლები წინასწარ

სილამაზის სალონისათვის აუცილებელია მომხმარებლების წინასწარი ჩაწერა. ძირითად შემთხვევებში სილამაზის სალონის ადმინისტრატორი ძალიან დაკავებულია, მაგრამ თუ ხელიდან გავუშვებთ მომხმარებლების წინასწარი ჩაწერის შანსს, შესაძლებელია იგი კონკურენტთან წავიდეს. ვებაპის მიერ შექმნილი სალონის პროგრამა, გაძლევთ საშუალებას წინასწარ ჩაწეროთ მომხმარებელი და პროგრამა ავტომატურად შეახსენებს მას ჩაწერის დროსა და თარიღს, რაც საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ჯავსანი და გარდაქმნათ შემოსავალში.

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი,  სპეციალისტების ეფექტური მუშაობაა

ძლიერ სპეციალისტს აქვს შესაძლებლობა სალონს მოუტანოს უფრო მეტი მოგება, ვიდრე სხვას. ძლიერ სპეციალისტთან ყოველთვის ბრუნდებიან, ხოლო საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების სპეციალისტებს მომხმარებლები გაურბიან. ვებაპის სილამაზის სალონების პროგრამის დახმარებით, თქვენ შეძლებთ ნახოთ სტატისტიკური ინფორმაცია თქვენი მეტად მოთხოვნადი ან ნაკლებად მოთხოვნადი სპეციალისტების შესახებ, ეს მოგცემთ საშუალებას, რომ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები ბიზნესის განვითარებაში.

 

პროგრამის პრაქტიკულობა

 

  1. სტატისტიკური ანალიზის ამოღებისას, აღარ დაგეკარგებათ დრო, ის შეგიძლიათ პირდაპირ თქვენი პროგრამიდან ონლაინ ამოიღოთ.
  2. შეგიძლიათ თავად განსზაღვროთ პერიოდულობა, ამოიღოთ თვის, წლის, კვირის შედეგები. სილამაზის სალონების პროგრამა საშუალებას გაძლევთ ნახოთ, რომელ პროცედურებზე არ გაქვთ ხელმეორე ჩაწერები, რა რაოდენობის თანხებს კარგავს სალონი, რამდენი მომხმარებელი ამბობს უარს კონკრეტულ პროცედურაზე და აშ.
  3. თქვენ ხედავთ სრულ ინფორმაციას ეკრანზე, გრაფიკების საშუალებით მარტივია გააკეთოთ მოცემული სიტუაციის ანალიზი. ნათლად ჩანს რომელი სპეციალისტი მუშაობს უკეთ, ვისთან ბრუნდებიან ყველაზე ხშირად მომხმარებლები. რომელი სერვისია მეტად მოთხოვნადი და რომელი ნაკლებად.
  4. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ შეგიძლიათ, რომ მარტივად ნახოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენთან ბოლო 1 ან 2 თვის განმავლობაში, აღარ გამოჩენილან და შესთავაზოთ მათ კონკრეტული, მათზე მორგებული სერვისი ან/და ფასდაკლება.მოკლედ ყველაფერი მარტივია, როცა სალონის პროგრამას იყენებთ, რომელიც სპეციალურად ქართული ბაზრისთვის, კომპანია ვებაპმა შექმნა.