price list

სილამაზის სალონების ფასების სია: დიზაინის წესები და საიდუმლოებები

სილამაზის სალონების ფასების სია: დიზაინის წესები და საიდუმლოებები

რატომ ირჩევენ მომხმარებლები თქვენს სალონს?

რასაკვირველია, ობიექტის არჩევისას, გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს ხარისხიანი სერვისისა და მისაღები ფასების ჰარმონიული კომბინაცია. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა დიზაინი და განლაგება.
პირველი, რასაც ნახავს მომხმარებელი, რომელიც დაინტერესებულია თქვენი სალონის მომსახურებით, არის ფასების ჩამონათვალი. ფასების ჩამონათვალს თავად შეუძლია გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე.

თქვენი სალონის სტილი არის ბრენდის სავიზიტო ბარათი. ჰარმონიული დიზაინი საკუთარ მომსახურებას, თავადვე ყიდის.

 

3 ოქროს წესი თანამედროვე ფასების ცხრილის შესადგენად.

1. თანამედროვე ფასების სია არ უნდა იყოს ათტომიანი რომანი მომსახურებისა და ფასების შესახებ. დღესდღეობით, ტენდენცია არის მოკლე ინფორმაციული ფასები, რომლებიც არ იკავებენ თქვენი მომხმარებლის დიდ დროს და დაეხმარებათ მათ  სწრაფად იპოვონ საჭირო პროცედურა. მოხერხებულობისთვის, ის შეიძლება დაიშალოს მომსახურების ტიპის მიხედვით: თმის მოვლის, კოსმეტიკური და ა.შ

2. მომხმარებლების დროის პატივსაცემად , თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ ფასების სია იყოს არა მხოლოდ მოკლე, არამედ რაც შეიძლება ნათელი. ნუ გამოიყენებთ პროფესიონალურ ტერმინოლოგიას; როდესაც აღწერთ მომსახურებებს, უმჯობესია აღწეროთ პროცედურის შედეგები. მომხმარებელი დაინტერესებულია, იმით თუ  რა შედეგის მიღება შეუძლია მას და არა პროცედურის ტექნოლოგიურობით.

3. “9.99” – ის ბანალური კონცეფციის საწინააღმდეგოდ, ფსიქოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს, რომ ფასებში 9 იანის გამოყენება ზრდის მოთხოვნილებას. ეს განსაკუთრებით ეხება ახალ სერვისებს. თუ თქვენს სილამაზის სალონში შემოიღებთ ახალ პროცედურას, რომლის ღირებულებაა 400 ლ, გირჩევთ ფასი დააწესოთ 390 ლ,  ამან შეიძლება გამოიწვიოს გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა.

უთხარით “არა” განსაკუთრებით გრძელი ფასების სიას. ძალიან ბევრი ინფორმაციით გადატვირთულ, მოძველებული დიზაინის მქონე პრეისკურანტს. უმჯობესია გამოიყენოთ ლაკონიური ფასების სია, თანამედროვე მინიმალური დიზაინით.

პარალელურად არ დაგავიწყდეთ, ბიზნესის სწორად წარმართვისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელი პროცესები ტექნიკურად, პროგრამულ უზრუნველყოფაში აღწეროთ, ვებაპის სალონის პროგრამა კი ამ უდიდეს პრობლემას, უმარტივესად მოგიგვარებთ.