ka
უკან

რა განვაახლეთ 2023 – ში

რა განვაახლეთ 2023 – ში

დიდი ხანია ყველა დარწმუნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება ნებისმიერი საქმიანობისთვის. 
ბიზნესის ყოველდღიურობაზე მორგებული პროგრამა მრავალი მიმართულებით აუმჯობესებს პროცესს. ეს იქნება თანამშრომლებისთვის საქმის კომფორტულად კეთების ხელშეწყობა, თუ ბიზნესის შედეგების ანალიზის შესაძლებლობა.

ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ბიზნესს, სილამაზის ინდუსტრიასაც სჭირდება ნაკლები ძალისხმევით უკეთესი შედეგების მიღწევა, პროგრამული უზრუნველყოფა კი სწორედ ამ ამოცანას პასუხობს. Მიუხედავად იმისა, რომ ის ბაზრის კვლევის, ბევრი ანალიზისა და დაკვირვების შედეგად შეიქმნა, აუცილებელი ხდება პერიოდული განახლებების შეტანა, სწორედ მომხმარებლების საჭიროებების კვლევის შედეგად, ისევ და ისევ, ანალიზზე და მონაცემებზე დაყრდნობით, ისეთი ცვლილებების განხორციელება, რომ ბიზნეს საქმიანობა მეტად ეფექტური იყოს. 

გთავაზობთ ბოლო განახლებების ჩამონათვალსა და აღწერილობას, თითოეული ცვლილების შესახებ კი მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებაპის მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდში.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება შეეხო ავტორიზაციას, რაც მეტი უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიაა, ამ ეტაპისათვის უკვე შესაძლებელია ორმაგი ავტორიზაციით სარგებლობა.

შემდეგი ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, პროგრამაში თანამშრომლებისთვის როლებისა და ხედვების გამიჯვნაა.

დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ახლა უკვე შესაძლებელია პროგრამის სასურველი სამი ენიდან ნებისმიერის არჩევა, ამ ცვლილების შედეგად სმს შეტყობინებებიც საჭიროების მიხედვით ინგლისურ, რუსულსა და ქართულ ენებზე დაიგზავნება.

შემდეგი ცვლილება ხარვეზების ადგილზე მოგვარების შესაძლებლობის შექმნაა, რაც ადამიანური შეცდომების მართვის მოქნილ სისტემას გულისხმობს. Ხშირად ხდება თანამშრომლის მხრიდან არასწორი ოპერაციის შესრულება, რაც მხარდაჭერის გუნდის ჩარევას ითხოვდა, განახლებების შემდეგ კი ამ შეცდომების გასწორების დელეგირება მოხდა და უკვე, ადგილზე აღმოფხვრაა შესაძლებელი.

ერთ-ერთი გამორჩეული სიახლე, რაც განსაკუთრებით მომხმარებელზე ზრუნვის დამატებით შესაძლებლობას ქმნის, შემახსენებელი სარეკომენდაციო მესიჯების გაგზავნის დამატებაა, ხშირად პროცედურას განმეორებით ჩატარება სჭირდება, რეკომენდებულია გარკვეული პერიოდულობის დაცვა, ამ გრაფიკის შეხსენება კი მომხმარებელს უადვილებს საკუთარ თავზე ზრუნვას.

და ბოლოს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ინდივიდუალურად მომუშავე პროფესიონალებისთვის  (კოსმეტოლოგი, ლაზეროთერაპევტი, სტილისტი, მასაჟის სპეციალისტი და ა.შ) მოქნილი სისტემა და სპეციალურად შემუშავებული პაკეტი. 

ვებაპი მუდმივად გააგრძელებს კლიენტების საჭიროებების მოკვლევას, ბაზრის შესწავლას. Ჩვენი ამოცანაა  მუდმივად ვიყოთ ბიზნესის მხარდამჭერი და ხელშემწყობი, საქმიანობის მეტად კომფორტული, ეფექტური შესრულებისთვის.