photo-of-people-holding-each-other-s-hands-3184436 (1)

5 რჩევა თანამშრომლების მოტივაციისათვის

5 რჩევა თანამშრომლების მოტივაციისათვის

რატომ დავდივართ სამსახურში?

ლოგიკური პასუხია – თანხის გამოსამუშავებლად, თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ელემენტებიც შრომისუნარიანობისათვის. თანამედროვე სამყაროში გარდა მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა , ადამიანებს გაუჩნდათ უფრო მეტის ამბიცია. ხშირად გვესმის ფრაზა : ”მე მინდა ვაკეთო ის რაც მიყვარს” . ეს ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი აკეთებს იმას რაც მას უყვარს, ამ დროს ადამიანს ეს საქმე გამოსდის საუკეთესოდ.

  ამ სტატიაში განვიხილავთ არამატერიალური მოტივაციის გზებს და ვისწავლით როგორ გავხდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვარიანტი.

 

დღესასწაულები

რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი ვიდრე საკუთარ დაბადების დღეზე მისულს თანამშრომლების დახვედრა ტორტით, შამპანიურით და ლამაზი გაფორმებით? განწყობა საუკეთესოა , ხოლო შინაგანად იმდენად ბედნიერდები სიტყვებით გადმოცემა რთული ხდება.

და ახალი წელი? დღესასწაულები საუკეთესო დროა კორპორატიული წვეულებებისთვის. სასიამოვნოა კოლეგებთან ერთად არაფორმალურ გარემოში შეხვედრა და მათთან საუბარი. ესეთი გარემოებები აახლოებს გუნდს და ხდის ბევრად მეგობრულს.  იქ სადაც მეგობრები გელიან ყოველთვის სასიამოვნო ადგილია. აქციე თანამშრომლებისთვის საყვარელ ადგილად თქვენი სამუშაო გარემო.

 

 განათლება

ძველი გამოთქმის თანახმად განათლება არის სხივი. ჩვენს დროში ძალიან პოპულარულია სხვადასხვა ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები. ასეთი ღონისძიების დასასწრები ბილეთი გაახარებს თქვენს თანამშრომელს და აუმაღლებს მოტივაციას. გარდა ამისა, ის აიმაღლებს ცოდნას და კვალიფიკაციას. რაც ავტომატურად გაზრდის მომსახურეობის ხარისხს.

 

საერთო დასვენება

რთული კვირა გქონდათ? გაუკეთეთ თქვენს თანამშრომლებს საჩუქარი. ერთად ესტუმრეთ ბოულინგის ცენტრს, მიირთვით პიცა ან სუში, გაისერნეთ ცხენებით. არომატული ჩაი ან ბოკალი ღვინო მოგიხსნით ყველანაირი დაღლილობის შეგრძნებას . ვახშამზე დაპატიჟება თქვენს ბიუჯეტს დიდად არ შეამცირებს, ხოლო თანამშრომლებისთვის სასიამოვნო მოგონებად დარჩება.

 

ისაუბრეთ

კომუნიკაცია – ეს არის ყველაფერი! პერიოდულად მოაწყვეთ შეხვედრები, სადაც განიხილავთ განვლილი თვის შედეგებს. ასეთი შეხვედრები უზრუნველყოფს თანამშრომლების საჭირიოების დადგენას. კომფორტული სამუშაო გარემო ეს არის განვითარების პირველი საიდუმლო.

 

ჯანსაღი კონკურენცია

შეგიძლიათ გამოიყენოთ თვის თანამშრომლის ტიტული. მოაწყვეთ  შეჯიბრებები და გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცით კინოთეატრის ბილეთები, თეატრის ან გასართობი სკვერის ბილეთები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი იდეა, მთავარია, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს მეტოქეობაში, რადგან გუნდი უნდა დარჩეს გუნდად!