სმს კომუნიკაცია
სმს კომუნიკაციის სისტემა გულისხმობს სმს შეტყობინების გაგზავნას ჯავშნის თაობაზე, თქვენი კომპანიის ბრენდირებული სახელით, რაც მომხმარებელს ავტომატურად ახსენებს ვიზიტის თარიღსა და დროს. წარმოიდგინეთ, რამდენად კმაყოფილია კლიენტი, როდესაც თქვენი სალონის/ესთ.ცენტრისა თუ კლინიკის დატოვების შემდეგ, თქვენგან მადლობის წერილსაც მიიღებს. რაც მთავარია, ამ სერვისით სარგებლობა, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, სრულიად უფასოდ შეგიძლიათ!