ზდ

მარკეტინგული კამპანიები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის

მარკეტინგული კამპანიები მცირე და საშუალო ბიზნესისათვის

როგორ დავგეგმოთ მარკეტინგული კამპანია?

ისეთი ბიზნესებისთვის, როგორიც სილამაზის სალონი, მცირე ზომის ან სტომატოლოგიური კლინიკა  და ესთეტიკის ცენტრია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ზომის მარკეტინგული კამპანიები მუდმივად ჰქონდეს გაშვებული, რათა ყოველთვის ითვლიდეს ბიზნესის პულსს, თუმცა მანამ სანამ რამდენიმე რჩევას მოგცემთ, აგიხსნით რატომაა მნიშვნელოვანი სოციალური სამყაროს გამოყენება თქვენი ბიზნესისათვის.

21-ე საუკუნეში, განსაკუთრებით გააქტიურდა სოციალური ქსელები, ყოველდღიურად ათასობით კომპანია უშვებს კამპანიებს, რათა მცირე ბიუჯეტით თავი შეახსენოს როგორც არსებულ, ასევე ახალ პოტენციურ კლიენტებს. Facebook, Instagram, Google  და სხვა ინტერნეტ არხები, საუკეთესო საშუალებაა საშუალო სიდიდის კომპანიისთვის კამპანიების დასაგეგმად, მითუმეტეს, რომ შედეგის დათვლა და ბიუჯეტის სწორად განაწილება, ძალიან მარტივია.

მაშ ასე, რჩევები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რაც დაგაზოგინებთ ბიუჯეტს და გაგიზრდით შემოსავლებს…

1) ყოველთვის აწარმოეთ თქვენი მომხმარებლების ბაზა, რათა პირდაპირ ეკონტაქტოთ სმს-ების საშუალებით, ასევე ამ ნომრებს გამოიყენებთ facebook-ში რეკლამისთვის, აღნიშნულ სოციალურ ქსელში მარტივადაა შესაძლებელი, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს აჩვენოთ თქვენი რეკლამა, რომლების ნომრებსაც მიუთითებთ, რაც არსებულ კლიენტებთან კომუნიკაციაში დაგეხმარებათ და საგრძნობლად შეგიმცირებთ დანახარჯებს.

2) გამოიყენეთ facebook pixel-ი, ეს უნიკალური ლინკი გეხმარებათ, რომ ნებისმიერი ადამიანი დაიმახსოვროთ რომელიც თქვენს საიტზე შემოდის და სოციალური ქსელის გახსნისთანავე, მათ თქვენი რეკლამა აჩვენოთ, რაც მისი მხრიდან თქვენი მომსახურებისა თუ პროდუქტის ყიდვის შანსს ძალიან ზრდის, პარალელურად კი გეხმარებათ, რომ შეამციროთ სარეკლამო დანახარჯები რადგან ეგრედწოდებულ “ცივ აუდიტორიაზე” რეკლამის გაშვება, ბევრად ძვირი ჯდება.

3) გამოიყენეთ google analytics-ი, რომელიც დაგეხმარებათ რომ დაინახოთ, ზუსტად რას აკეთებს თქვენი მომხმარებელი როდესაც თქვენს საიტზე შემოდის. რომელი გვერდიდან რომელზე გადადის, სად ჩერდება დიდხანს, საშუალოდ რამდენ წუთს ყოვნდება და როგორი სეგმენტი გსტუმრობთ (სქესი, ასაკი, ლოკაცია და ა.შ).

4) გაიგეთ რა სტკივა თქვენს მომხმარებელს, რა სჭირდება ყველაზე მეტად, უსმინეთ და შეეცადეთ თქვენი სერვისებით დაუკმაყოფილოთ საჭიროება.

იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ კომუნიკაციის დროს რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, აუცილებელია იცოდეთ რომელ სერვისს მოიხმარს თქვენი მომხმარებელი ყველაზე მეტად, რომელი სერვისია ჩავარდნილი, რომელს ჭირდება პოპულარიზაცია, აუცილებელია იცოდეთ რომელი თანამშრომლის მიერ ჩატარებული მომსახურებაა ყველაზე მოთხოვნადი, რომელს სჭირდება საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია რეკლამირების მიზნით, ასევე რომელი პროდუქტი იყიდება ყველაზე მეტად და რომელი ნაკლებად, ამ ბოლოაღნიშნულით შეძლებთ, რომ შექმნათ პაკეტები და ყველაზე გაყიდვად პროდუქტთან ერთად, ნაკლებად გაყიდვადი პროდუქტებიც გაუშვათ რეალიზაციაში, შედეგად თქვენი ბიზნესი, ბევრად სწრაფად განვითარდება და ხარჯების დაზოგვასაც კარგად შეძლებთ.

საბოლოოდ კი მსურს გითხრათ, რომ ამ ყველაფრის გასაკეთებლად შეიძლება გეგონოთ, რომ რამდენიმე კადრის დამატება გჭირდებათ, თუმცა აუცილებლად შეცდებით, რადგან თანამედროვე სამყაროში, ყველა ტიპის ბიზნესისთვის არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დახმარებით, ყველა ზემოაღნიშნულ მიმართულებას წამებში გამოიკვლევთ და შედეგად რამდენიმე ადამიანის საქმეს გაგიკეთებთ, ხოლო პროცესებს ბევრად ავტომატიზირებულსა და სწრაფს გახდის. ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის, ამომავალი წერტილი, მისი მომხმარებელია და კამპანიების გარდა, შეეცადეთ რომ თითოეული თქვენი სერვისით სარგებლობა, მათთვის დღესასწაულად გადააქციოთ.