321

რა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება შენს ბიზნესს?

რა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება შენს ბიზნესს?

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმ მიზეზებზე, თუ რატომ სჭირდება შენს ბიზნესს პროგრამული უზრუნველყოფა, რითიც ვფიქრობთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდეთ. ახლა გვსურს გესაუბროთ ზოგადად პროგრამულ უზრუნველყოფებზე, რომელიც უამრავი ბიზნესისთვის სამუშაო პროცესის გამარტივების და განვითარების ერთადერთი გზაა.

CRM სოფტი:

დავიწყოთ CRM-ით, რომელიც იშიფრება როგორც Client Relationship Management და გაძლევს საშუალებას, რომ აღრიცხო შენი კლიენტები, ვინ რა ინტენსივობით დადის, რომელ პროცედურებზე, რომელ სპეციალისტთან და ა.შ. CRM-ის გამოყენებით შეგიძლია დაგეგმო სხვა და სხვა მარკეტინგული კამპანიები, რადგან ახარისხებ კლიენტებს სხვა და სხვა კატეგორიად, მაგალითად მხარჯველები, ხშირი ვიზიტორები და სხვა, ამ ინფორმაციას კი იყენებ სპეციალური შეთავაზებების გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესს ყოველთვის სჭირდება ახალი კლიენტების მოძიება, არანაკლებ მნიშვნელოვანია არსებული კლიენტებისა და ლოიალური კლიენტების მოვლა და მათთვის სიახლეების შეთავაზება, რაშიც CRM-ზე მეტად, ვერაფერი დაგეხმარება. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომპანიის შემოსავლების 90%-მდე სწორედ ლოიალური კლიენტებით გენერირდება რომელიც საერთო კლიენტების 10-15%-ია. 

ERP სისტემა:

აუცილებელია ვისაუბროთ ERP სისტემაზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება და იშიფრება როგორც Enterprise Resource Planning, ანუ საწარმოს რესურსების დაგეგმვის პროგრამა, რომელიც ბევრი მოდულის ერთობლიობას მოიცავს და სხვა და სხვა პროცესს, რომელიც შენს ბიზნესში მიმდინარეობს, ერთმანეთთან აკავშირებს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველანაირი პროცესი აღწერილი გქონდეს, შესაბამისად უნდა დაფიქრდე, რა პროცესები მიმდინარეოს შენს ბიზნესში ყოველდღიურად, რას უნდა მიაქციო ყურადღება, რადგან სწორედ რუტინულ პროცესებში ხდება უდიდესი დანაკარგები, რომელიც ერთეულ შემთხვევაში თითქოს არაფერია, თუმცა წლის ბოლოს აღმოაჩენ, რომ ამ პროცესების მოწესრიგებით, მოგება საგრძნობლად დიდი გექნებოდა. 

მარკეტინგული სოფტი:

დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტექნოლოგიები და ციფრული სამყარო, არნახული ტემპით ვითარდება, ჩვენს ცხოვრებაში კი ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი დოზით იკავებს ადგილს, შესაბამისად, ამ ტემპის აყოლა და გაანალიზება, ნებისმიერი ბიზნესისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ყველა ბიზნესი მიისწრაფვის იქითკენ, რომ ადაპტირდეს სწრაფ ტემპთან და ახალი თუ ლოიალური მომხმარებლებისთვის, საინტერესო და მათზე მორგებული კამპანიები დაგეგმოს, სწორად გამოიყენოს საკომუნიკაციო არხები და მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული კამპანიები დაგეგმოს. თუმცა, მარკეტინგული სოფტები, არაფერია თუ არ აქვს ის ინფორმაცია, რომელიც მთელს ბიზნესში მიმდინარეობს. 

რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს ბევრნაირი პროგრამული უზრუნველყოფები, თუმცა ეს რამდენიმე ჩამონათვალიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფები, რომლებიც სპეციალურად ქართულ ბაზარზე არსებული სილამაზის სალონების, ესთეტიკის ცენტრებისა თუ მცირე ზომისა და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის შევქმენით, იდეალური გადაწყვეტაა შენი ბიზნესისთვის, რადგან ერთ პროგრამულ უზრუნველყოფაშია თავმოყრილი CRM, ERP, მარკეტინგული სოფტიც და კიდევ უამრავი მოდული, რომელიც შენს ბიზნესს სწორ, მიზანზე ორიენტირებულ განვითარებაში დაეხმარება, მოგცემს საშუალებას, რომ თითოეული პროცესი მომხმარებლის შემოსვლიდან, ფულის გადახდამდე გააანალიზო, დაადგინო ჩავარდნები, დაგეგმო კამპანიები და გაზარდო შემოსავლები, ამიტომ გელოდებით, დაგვიკავშირდი დღესვე და ერთად დავიწყოთ შენი ბიზნესის განვითარება.