webapp cover psd

Webapp-ის პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობები

Webapp-ის პროგრამული უზრუნველყოფის უპირატესობები

21-ე საუკუნეში, გაძლიერებული კონკურენციის პარალელურად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლისადმი ყურადღების გამოჩენა და თითოეული მათგანისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება, ბიზნესების ყოველდღიურობად იქცეს, სწორედ ამიტომ დაერქვა ჩვენს საუკუნეს ტექნოლოგიური გარდატეხის პერიოდი.

როგორ უნდა ავამაღლოთ ლოიალურობა თითოეულ მომხმარებელში? პასუხი მარტივია, მომხმარებელს ლოიალურად დრო აქცევს, დრო რომელშიც ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა ვაკეთოთ, სწრაფად კეთებაში კი სწორედ ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფები დაგეხმარებათ.

სილამაზის სალონის პროგრამული უზრუნველყოფა:

რატომ სილამაზის სალონის პროგრამა? პასუხი აქაც მარტივია, იმიტომ რომ სწორედ სილამაზის ინდუსტრიაა ის ბიზნესი, რომელშიც ყოველდღიურად ათობით მომხმარებელს ვემსახურებით, მათთვის ლოიალურობის ამაღლება კი შეუძლებელია ისეთი დეტალების ცოდნის გარეშე, როგორიცაა მათი ვიზიტების ისტორია, ჩატარებული სერვისები, გადახდილი თანხები, დაბადების დღეები – როცა აუცილებლად უნდა დავასაჩუქროთ თუნდაც ფასდაკლებით, წარმოიდგინე, რამდენად ბედნიერია მომხმარებელი, როცა იმ სალონისგან იღებს ფასდაკლებას დაბადების დღეზე, რომელთანაც ისედაც უნდა მივიდეს გასალამაზებლად. პარალელურად ჩვენ უნდა ვუყურებდეთ თითოეული მომხმარებლის დინამიკას, საშუალოდ რამდენჯერ დადიან ჩვენთან, რათა მარტივად განვსაზღვროთ ჩვენი მარკეტინგული ბიუჯეტები. გარდა იმისა რაც ზემოთ დავწერეთ, აუცილებელია, რომ ბიზნესმა ნებისმიერ წამს იცოდეს მისი ფინანსური მდგომარეობა, ნაშთების რაოდენობა, მარაგების თვითღირებულება და სხვა ისეთი დეტალები, რომლის ფურცლითა და კალმით გამოანგარიშება, სხვა თუ არაფერი უამრავი დროის ხარჯვასს მოითხოვს, და ისმის კითხვა, რატომ როდესაც შეიძლება ამ ინფორმაციის ამოღება სულ 5 წამში შეგვეძლოს, დანარჩენი დრო კი სერვისის გაუმჯობესებასა და მომხმარებლებისადმი ინდივიდუალურ მიდგომას მოვახმაროთ, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის შემოსავლებს, აამაღლებს ლოიალურობას და შევიმცირებს დანახარჯებს.

ესთეტიკის ცენტრების პროგრამული უზრუნველყოფა: 

სილამაზის სალონების მსგავსად, ესთეტიკური ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესია თითოეული, ამ სფეროში მყოფი ბიზნესისათვის, რატომ? პასუხი აქაც მარტივია, იმიტომ რომ ნებისმიერ მომსახურების სფეროს, ისევე როგორც სილამაზის სალონებისა თუ ესთეტიკის ცენტრების ინდუსტრიას, მუდმივად სჭირდება ინფორმაციის დამუშავება, რომ სწრაფად მოვახდინოთ ნაკლებად მოთხოვნადი სერვისების დანახვა, წამებში დავინახოთ რომელი დღეები და საათებია ყველაზე ნაკლებად დატვირთული და შესაბამისად დაგვეგმოთ თუნდაც ფასდაკლების აქციები კონკრეტული მიმართულებებით. არ დაგავიწყდეს, რომ თითოეულ ჩვენს პროგრამაში, ინტეგრირებულია ავტომატური სმს-ების ფუნქციონალი, რომელიც მომხმარებელს ჩაწერისთანავე უგზავნის დამადასტურებელ შეტყობინებას, წინა დღესაც ახსენებს და მომსახურების მიღების შემდგომ, მადლობასაც ეუბნება კომპანიის სახელით.

სამედიცინო დაწესებულებების პროგრამული უზრუნველყოფა:

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრია მომსახურების სფეროში, რომელიც არანაკლებად განიცდის პრობლემებს, რომელიც სილამაზის სალონებს, ესთეტიკის ცენტრებსა და სხვა ბიზნესებს აწუხებს. კითხვაზე, რატომ შევქმენით სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამა სხვა სამედიცინო დაწესებულებების პროგრამების კვალდაკვალ, პასუხი აქაც მარტივია, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად ავამაღლოთ მომხმარებლების პატივისცემა ჩვენი კომპანიებისადმი, მოვხიბლოთ ისინი ჩვენი განსაკუთრებული სერვისებით, დავინახოთ მათი თავისებურებები და ზუსტად, სწორი ანალიზით, შევთავაზოთ სიახლეები, რომელსაც აუცილებლად დათანხმდებიან, შედეგად ვიღებთ გაზრდილ შემოსავლებს, შემცირებულ ხარჯებსა და უდიდეს წარმატებას, რომლის მიღწევა პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, ბევრად მარტივდება და დროს გვაზოგინებს.

მოკლედ თავი რომ არ შეგაწყინოთ, პროგრამული უზრუნველყოფა არის ინსტრუმენტი, რომელიც ყველაფერში, ყოველ წამს დაგეხმარებათ, შექმნათ უკეთესი გარემო, აამაღლოთ სერვისების ხარისხი, გააანალიზოთ თანამშრომლების მუშაობის ტემპები და საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყოთ მათაც თქვენთან ერთად განვითარებაში.