ka
უკან

Software (S) – პროგრამული უზრუნველყოფა

Software (S) – პროგრამული უზრუნველყოფა

რა არის პროგრამული უზრუნველყოფა?
ეს არის სისტემა, რომელიც ამუშავებს მონაცემებს, ზოგავს ადამიანურ რესურსს, გამორიცხავს მექანიკურ შეცდომებს და იძლევა სტატისტიკურ რეპორტებს. პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი მიზანი ოპერაციების გამარტივება და ბიზნესის ეფექტური მართვაა.

გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არის კარგი იდეა პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა:
1. პროგრამა აძლიერებს თქვენს ბიზნესს
2. ამარტივებს პროცესებს
3. გაძლევთ ისეთ მონაცემებს, რომლებიც დაგეხმარებათ სამომავლო გეგმების დასახვაში

4. აუმჯობესებს გაყიდვებისა და მომსახურების სტანდარტებს

Software (S) – პროგრამული უზრუნველყოფა
პროგრამული უზრუნველყოფა ციფრული სამყაროს ფართო დიაპაზონში გამოიყენება: ბიზნესი, ინჟინერია, მეცნიერება, სამხედრო მრეწველობა.  ისინი მნიშვნელობის თვალსაზრისით, შეიძლება იყოს მარტივი თუ კომპლექსური, პერსონალური თუ საზოგადო, კორპორატიული თუ ინდივიდუალური, სივრცეში გავრცობილი თუ ავტომატური, რეალურ დროში ოპერირებადი.
პროგრამული უზრუნველყოფა ასე შეგვიძლია განვმარტოთ:
წარმოადგენს კომპიუტერული კოდების ერთობლიობას, რომელიც ასრულებს წინასწარ დადგენილ  ფუნქციებს, განსაზღვრულია სისტემაში  შემავალი და გამომავალი მონაცემების წარმოდგენის  სახე და კრიტერიუმები;
პროგრამული კოდების საშუალებით წარმოებს სისტემაში არსებულ მონაცემებზე მანიპულაციები (შექმნა, შეცვლა, წაშლა …); გააჩნია დოკუმენტაცია, რომელიც აღწერს სისტემაში არსებულ ბიზნეს პროცესებს, სისტემის პროდუქტის არქიტექურას და მისი მოხმარების წესებს.

ტექნოლოგიური განვითარება: მახასიათებლები, ეტაპები, მაგალითები
ტექნოლოგიური განვითარება ეხება არა მხოლოდ მსხვილ კომერციულ და საწარმოო ინდუსტრიებში მიღწევებს, არამედ ადამიანური საზოგადოებების ყველა ასპექტს. ტექნოლოგიურმა განვითარებამ დაზოგა დიდი დრო, აგრეთვე მოგვცა სამუშაოსა თუ საშინაო პროცესების შესრულების უფრო მეტი ეფექტურობის გარანტია.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობა მრავალ საკითხს შეიძლება მოიცავდეს. თქვენ შეიძლება იმუშაოთ კომპიუტერულ უზრუნველყოფაში, კიბერ უსაფრთხოებაში, ინფორმაციულ სისტემებში, ქლაუდ კომპიუტინგში ან რომელიმე სხვა სფეროში.
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამყარო გვთავაზობს კარიერული განვითარების სხვადასხვა მიმართულებებს ძალიან განსხვავებულ ინდუსტრიებში.
Burning Glass Technologies – მა აღმოაჩინა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, 90 პროცენტზე მეტ შემთხვევაში, ვაკანსიები ამერიკაში ტექნოლოგიური სექტორის მიღმა არსებობს. ინფორმაციული ტექნოლოგიების არა ტექნოლოგიური ხასიათის სამსახურები კი, ტექნოლოგიური ტიპის სამსახურებთან მიმართებაში, რაოდენობრივად, დაახლოებით, 50 პროცენტით უფრო სწრაფად იზრდებიან – რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნაპრალი კიდევ უფრო გაიზრდება.

რას მოიცავს სისტემის დეველოპმენტი?
Software Developement-ის ეს მიმართულება უზრუნველყოფს ისეთი სისტემების შემუშავებას, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზაციების უფრო ოპტიმალურ მუშაობას. მსგავსი მომსახურება შეიძლება გაეწიოთ სამედიცინო, ინდუსტრიულ, სამხედრო, სამეცნიერო თუ ბიზნეს ორგანიზაციებს, რომელთაც სურთ თავიანთი ფიზიკური მომსახურების გაციფრულება და ამ გზით სერვისის დახვეწა.
უმეტესი ნაწილი პროგრამების შექმნისა კოდების წერას მოიცავს, რომელთაც შემდეგში Software Developer-ები ამოწმებენ. კომპანიიდან გამომდინარე დეველოპერი აფასებს მომხმარებლისა და დამკვეთის საჭიროებებს და ცდილობს, პროგრამამ ყველა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ქმნის, ტესტავს და ავითარებს სოფტს, რომელიც გადაჭრის მომხმარებლის პრობლემას, შესთავაზებს მას გართობის საშუალებას ან უბრალოდ ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს.