ka
უკან

პროგრამული უზრუნველყოფა შენი ბიზნესის უკეთესი მომავლისთვის

პროგრამული უზრუნველყოფა შენი ბიზნესის უკეთესი მომავლისთვის

ტექნოლოგიების სამყაროში ძნელი წარმოსადგენია ელექტრონული მოწყობილობების გარეშე მუშაობა. ეს სასარგებლო გაჯეტები კი საბედნიეროდ ჩვენი საქმის გასამარტივებლად შეიქმნა.
მათში ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფები შანსს გვაძლევს, რომ ბიზნესის წარმატების შანსი უფრო სწრაფად გავზარდოთ და მუშაობის ხარისხით მომხმარებლის გულიც მოვიგოთ.
წარმატებული კომპანიის სამართავად, მნიშვნელოვანია სწორი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება, რომელიც დაგეხმარება ხარჯების პროგნოზირებასა და შემცირებაში.
აბა წარმოიდგინე, ერთ პატარა სივრცეში გაერთიანებული ყველა ის აუცილებელი პროცესი, რაც შენი კომპანიის პროდუქტიულად მუშაობას უზრუნველყოფს-მათ შორის მთელი დღის განმავლობაში შემოსული ზარები, ხარჯთაღრიცხვა, პრობლემატური საკითხების აღმოფხვრა და სხვა მრავალი. უფრო მარტივად კი შეიძლება ასეც ვთქვათ-სწორი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს ჩვენი ბიზნესი ზედმეტი დროისა და ენერგიის ხარჯვის გარეშე ვმართოთ.

Webapp-ის პროდუქტები ყველა პროცესის გასამარტივებლად
ვებაპის გუნდში ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით კომფორტული ინტერფეისის მქონე პროგრამული უზრუნველყოფები შეგვექმნა.
ჩვენს მიერ შექმნილი პროგრამები ამ ეტაპზე სალონებს, სამშენებლო კომპანიებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებს უჭერს მხარს.
ეხმარება სწრაფ განვითარებაში და არ აძლევს საშუალებას ჩამორჩეს მუდმივად ცვალებად პროცესებს.

თუ კი ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ბიზნესს ფლობ, ქვემოთ ბევრ საინტერესო და ერთობ სასარგებლო ინფორმაციას გაგიზიარებ თითოეულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე
პირველ რიგში Dentalapp-ს გაგაცნობ, რომელიც სტომატოლოგიური კლინიკების მხარდასაჭერად და მათი მუშაობის გასამარტივებლად შეიქმნა.
პროგრამული უზრუნველყოფა სამუშაოს უფრო პროდუქტიულად და კომფორტულად შესრულების საშუალებას გვაძლევს. მისი მეშვეობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნებისმიერი პროცესი-ჯავშნიდან, ვიზიტისა და მკურნალობის ჩათვლით.

Dentalapp მრავალი სასარგებლო მოდულით გამოირჩევა, რომელთაგან თითოეული უფრო ხარისხიან შედეგებზე ორიენტირდება. მასში ინტეგრირებულია როგორც შიდა ტექნიკური, ასევე გარე ლაბორატორიები, რაც დაგეხმარება აღწერო ყველა ციფრული პროცესი.
სტომატოლოგიური კლინიკის პროგრამა თავისი ელექტრონული რეცეპტის მოდულითაც არ დააყოვნებს შენს მოხიბვლას. მისი მეშვეობით ექიმებს შეუძლიათ პაციენტებს ნებისმიერი წამალი დაუნიშნონ ონლაინ რეჟიმში.

მოსახერხებელი ინტერფეისი და ანალიტიკური აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს პაციენტებს, უზრუნველყოფს ჯავშნების დროულად მიღებისა და სალაროს კონტროლს.
Dentalapp შესაძლებლობას გაძლევს გამოიყენო ვიზიოგრაფიული მოდული რენტგენოგრაფიის პროცესის აღსაწერად და შესამოწმებლად.
ჩვენი შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა ამარტივებს ინვენტარის მართვის პროცესსა და წამლებისა თუ აღჭურვილობის აღწერას. ასე, რომ თუ კი სტომატოლოგიურ კლინიკას ფლობ და გსურს, შენი ძვირფასი დრო სწორად და ეფექტურად გამოიყენო ბიზნესის გასავითარებლად, მაშინ შენთვის გაუსვრია ავრორას Dentalapp-ის სახით.

Webapp-ს არც სალონები და ესთეთიკური ცენტრები გამორჩენია, მათი მუშაობის მხარდასაჭერად კი Beautyapp შეიქმნა
სალონებს ყოველდღიურად მრავალი ადამიანი სტუმრობს სხვადასხვა პროცედურის ჩასატარებლად. მთელი დღის განმავლობაში შემოსული ჯავშნების, შემოსავლების, თანამშრომლების ხელფასებისა თუ სხვა შიდა პროცესების გაკონტროლება შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. სალონის პროგრამა Beautyapp ყველა იმ მოდულს აერთიანებს, რაც მათი გამართულად მუშაობისთვის აუცილებელია. პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გაძლევს დაგეგმო და განახორციელო ყველა აუცილებელი პროცესი, დაწყებული ჯავშნის ზარიდან, დამთავრებული ვიზიტითა და პროცედურებით.

კიდევ რა სარგებლებით გამოირჩევა Beautyapp?
თუ კი მომხმარებლის ერთგულების მოპოვება შენი პრიორიტეტია, მაშინ ისიც გეცოდინება, რომ კომფორტული და სწრაფი სერვისის შეთავაზებით მათ გულს აუცილებლად მოიგებ.
მოსახერხებელი და გამართული პროგრამული უზრუნველყოფები კი ამის სრული გარანტია. რაც შეეხება ფინანსებს, ჩვენი მოდულების მეშვეობით სტატისტიკებისა და ბრუნვათა ისტორიის კონტროლი დიდ დროს აღარ წაგართმევს.

ბოლოს კი სამშენებლო/საკონსტრუქციო კომპანიების საუკეთესო პარტნიორს-Propertyapp-ს გაგაცნობ.
ფროფერთი მენეჯმენტის მეშვეობით გაყიდვების შემდგომი ნებისმიერი პროცესი სწრაფად და ხარისხიანად სრულდება.
პროგრამაში თავმოყრილია კომპანიის ყველა პროექტი, საცხოვრებლები და მეპატრონეები. მასში აღწერილია ისეთი დეტალებიც, როგორიცაა სახლის კვადრატულობა, სართული, კარის ნომერი და სხვა.
Propertyapp-ის მოდულების დახმარებით არასდროს გამოგრჩება ყოველწლიური მომსახურებისა თუ კომუნალურების გადასახადები. მასში ჩაშენებული ავტომატური SMS/Email სისტემა, სახლის მეპატრონეს მუდმივად აფრთხილებს არა მხოლოდ გადასახადების, არამედ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ.

ფროფერთი მენეჯმენტი ნებისმიერი პრობლემის სწრაფად და მარტივად აღმოფხვრის საშუალებას გაძლევს.
ხარვეზთა დაფიქსირების მოდულის მეშვეობით აპარტამენტებში არსებული ნებისმიერი პრობლემა შესაბამის სამსახურს გადაეცემა.
ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფა წვდომას გაძლევს ელ.ფოსტისა და SMS შეტყობინებებზე, ქოლ-ცენტრში დაფიქსირებულ საკითხებზე.

გაზარდე სანდოობა
თუ კი სამშენებლო/საკონსტრუქციო კომპანიას ფლობ, აუცილებელია იცნობდე მომხმარებელს, მათ სურვილებსა და მოთხოვნებს.
ფროფერთი მენეჯმენტი უზრუნველყოფს თითოეულ მაცხოვრებელთან მუდმივ კავშირსა და მათთან ღიად, მკაფიოდ საუბარს.

შექმენი შენს ბიზნესზე მორგებული პროგრამული უზრუნველყოფა
ნებისმიერი სახის დიდი თუ მცირე ბიზნესისთვის აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მნიშვნელოვანი პროცესების მართვას გაამარტივებს. Webapp კი სწორედ იმისთვის მუშაობს, რომ შენი ბიზნესის წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო მარტივად გასავლელი გახდეს.